ლანჩუთის მუნიციპალიტეტის ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცოფის შემთხვევა გამოვლინდა.
კერძოდ, ძაღლს, რომელმაც ადამიანი დაკბინა, გარკვეული ხნის შემდეგ ცოფის აშკარა კლინიკური ნიშნები დაუდგინდა.
სსიპ სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალური სამმართველოს სპეციალისტის, ხათუნა რუსიძის ინფორმაციით, ფაქტის გამოვლენისთანავე დაწესდა პირუტყვის 10 დღიანი ზედამხედველობა. აქედან მეშვიდე დღეს მკვდარი ძაღლის თავი შესასწავლად სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა, სადაც დადასტურდა ცოფის ფაქტი.
ქალბატონი ხათუნას თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალურმა სამმართველომ ლაბორატორიის დასკვნის საფუძველზე მყისიერად მიმართა გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას, რის საფუძველზე მხარის გუბერნატორის განკარგულებისთანავე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩიბათი ცოფის მხრივ არაკეთილსაიმედო, ხოლო მისი მიმდებარე ტერიტორია (2-3კმ. რადიუსი) დაავადების მხრივ საშიშროების მყოფ ტერიტორიად გამოცხადდება.
განკარგულების გამოცემისთანავე გურიის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარები აღნიშნულ კერაში მოახდინეს ძაღლებისა და კატების ვაქცინაციას. პროცესში ასევე ჩაერთვება მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრი და გამგებლის წარმომადგენელი ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულში.
ხათუნა რუსიძის თქმით, თვეების წინ, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებისას, მუნიციპალიტეტში აიცრა ცოფთან აქტიურად შემხებლობის მქონე 11 ათასი ძაღლი და კატა.
"რაც შეეხება იმ ადამიანს, რომელსაც კლინიკური შეხება ჰქონდათ ცხოველთან, მოხდა მისი დროული აცრა და საფრთხე მათ სიცოცხლეს არ ემუქრება", – დასძინა ხათუნა რუსიძემ.