(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის “გურიამ” მორიგი შეხვედრის მოგებაც მოახერხა _ ამჯერად მთავარ კონკურენტს _ “ნორჩ დინამოელს” თბილისში 2:0 მოუგო. გოლები ვანო კილაძემ და გაგა დეისაძემ გაიტანეს. ამ მოგებით, ჩვენებურებმა ფაქტობრივად გაინაღდეს უმაღლესი ლიგის პლეი-ოფში თამაშის უფლება, რადგან კონკურენტები თითქმის მიუწვდომლად ჩამოიტოვეს. შეგახსენებთ, რომ ზონის ორი გამარჯვებული, ა ზონაში ასევე 2 გამარჯვებულსა და უმაღლეს ლიგაში ბოლო 4 ადგილზე გასულ გუნდთან ერთად ქმნის უმაღლესი ლიგის ქვედა 8-გუნდიან ჯგუფს, რომლებიც ორ წრედ მარტიდან გაარკვევენ იმ ოთხი გუნდის ვინაობას, რომლებიც მომავალი სეზონიდან ელიტლიგაში იასპარეზებენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved