ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში კომენტარს ავრცელებს.
"კიევში ვართ და ვხვდებით ბევრ მნიშვნელოვან პოლიტიკოსს. შუა შეხვედრის დროს ვიგებთ ამ შოკისმომგვრელ ამბავს.
პირველი აზრი, რაც თავში მომდის – რატომ გავაჭიანურეთ ასე მისი შვილის მკვლელობის გამოძიება? რატომ?
იური ვაზაგაშვილი თავს არ მოიკლავდა. ამ ვერსიის არსებობასაც კი ვერ შევეგუები. ამ საზარელი ფაქტის გამოძიება სასწრაფოდ უნდა მოხდეს. სასწრაფოდ!"