"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს:
_ ვაზაგაშვილების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის სატკივარი. წლებია საზოგადოება ელის სანაპიროზე ჩატარებული სპეცოპერაციის სამართლებრივ შეფასებას და ზურაბ ვაზაგაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით აღძრული საქმის გამოძიებას.
დღეს მომხდარი ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია. სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, იმისთვის, რათა ეს უმძიმესი დანაშაული სწრაფად იყოს გამოძიებული და დამნაშავეები პასუხისგებაში იქნან მიცემული, _ განაცხადა ალასანიამ.