დღეს, კასპის რაიონში, იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ელისო ჩაფიძე "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ ეს ფაქტი სასწრაფოდ და კვალიფიციურად უნდა იყოს გამოძიებული.
"საშინელი რამ მოხდა. გულწრფელად ვუსამძიმრებ ოჯახს და მთელს ქვეყანას. ვშიშობ, არსებობენ ძალები, რომელთაც საქართველოში არეულობა სურთ.
ეს ფაქტი სასწრაფოდ და კვალიფიციურად უნდა იყოს გამოძიებული. ასევე, დროულად უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებიც მისი შვილის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები", – თქვა ელისო ჩაფიძემ.