საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში სამართლიანობისთვის ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოს კლავენ.
“იქ, სადაც ათასობით ადამიანი თავს უფლებაშელახულად მიიჩნევს;
იქ, სადაც ეფექტური გამოძიება არაერთ საქმეზე კვლავ სერიოზული პრობლემაა;
იქ, სადაც დაუსჯელობის სინდრომი კვლავ გამჯდარია;
იქ, სადაც არ იქმნება მართლმსაჯულების ხარვეზის დამდგენი მექანიზმი;
სადაც წამების მსხვერპლნი კვლავ რეაბილიტაციას მოითხოვენ და ათასობით ადამიანი – კვლავ საქმის გადასინჯვას, იმ ქვეყანაში კლავენ სამართლიანობისთვის ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოს”, – წერს სახალხო დამცველი საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე