პორტალ "კვირას" პრესკლუბში, ქალაქ თბილისის საკრებულოს დეპუტატის, რიმა ბერაძის პრესკონფერენცია გაიმართა.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ მან განცხადება გააკეთა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ ის გურიის გუბერნატორობის ერთ-ერთი კანდიდატია.
რიმა ბერაძის თქმით, მისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით არავინ დაკავშირებია, მაგრამ თუ ამ ეტაპზე ხელისუფლება თვლის, რომ ის გურიის გუბერნატორი უნდა გახდეს, ის მზად არის ამ წინადადებაზე დაფიქრდეს. მისივე თქმით, მას ოზურგეთელები უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ გურიის გუბერნატორი გახდეს.
"ოფიციალურად ჩემთვის შემოთავაზება არ ყოფილა. უბრალოდ მიკავშირდებიან ტელეფონით ოზურგეთიდან და მეხვეწებიან წამოდიო, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი თემა არ არის." _ თქვა რიმა ბერაძემ.