იური ვაზაგაშვილის მკვლელობა საზოგადოების ნაწილმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გააპროტესტა.
რუსთაველის გამზირზე "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლები და პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირები შეიკრიბნენ.
პარლამენტის შენობის წინ იმყოფებოდნენ იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლებიც.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, აქციის შემდეგ შეკრებილმა პირებმა საზოგადოებრივ დარბაზ "ჯაზუში" გადაინაცვლეს სადაც მომდევნო დღის სამოქმედო გეგმას დასახავენ.