პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე მიიჩნევს, რომ "ვინც შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის აფეთქება დაგეგმა, მხოლოდ იურის ლიკვიდაცია კი არ სურდა, ასეთი მაფიოზურ-დემონსტრაციული ფორმით მკვლელობა სახელმწიფოს გამოწვევას ისახავს მიზნად".
_ მკვლელების მიზანი იყო ერთი მაგარი კაცის თავიდან მოშორება და საზოგადოებაში ისტერიის გამოწვევა.
პირველ მიზანს მიღწიეს, მეორის მიღწევაში კი ხელს ვუწყობთ ისტერიკაში ჩავარდნით, რისკენაც მიდრეკილია საზოგადოების ერთი ნაწილი.
ისტერიკა მხოლოდ ამძიმებს ვითარებას. საჭიროა ცივი გონებით მოქმედება და ადეკვატური პასუხი.
ვინც ეს დაგეგმა, მას სწორედ ის უნდა, რომ " სახელმწიფო აღარ არსებობს" ვიძახოთ და პანიკურად და უაზროდ აქეთ-იქით ვაწყდებოდეთ, _ წერს მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.