სამსახარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, იური ვაზაგაშვილის ცხედრის ექსპერტიზა გრძელდება.
როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა განაცხადა, ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს.
"გარდაცვლილი გადასვენებულია პროზექტურაში, მიმდინარეობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. დღესდღეობით, გამოკვეთილი ბოლომდე არ არის სურათი, მაგრამ წინასწარი კვლევის შედეგებზე შეიძლება რაღაც წარმოდგენა გვქონდეს," – განაცხადა ექსპერტმა.