ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ნათია შარაშენიძე, თავის სოციალურ ქსელში ქალაქ ოზურგეთს მერის ბეგლარ სიორიძის მისამართით განცხადებებს აკეთებს და მერს მიმართავს:
"ბეგლარ სიორიძე ისევ მახსენებს, თითქმის ერთი თვეა უკვე მისი სამიზნე გავხდი. მისი ბოლოდროინდელი ყველა საგაზეთო სტატია მე მეძღვნება, იწყებს ჩემით და ასრულებს ჩემით, მოკლედ სერიოზულად შემიშფოთებია ბატონი ბეგი. როდესაც ვამბობდი იმას რაც ვთქვი და დღესაც ვამბობ არ მქონია იმის ილუზია, რომ ბატონი ბეგი დამეთანხმებოდა, თუმცაღა ის რაც მერე მან ჩაიდინა კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ ზუსტად ის ვთქვი რაც მისთვის მტკივნეული იყო, იმდენად გაამწარა ჩემმა ნათქვამმა სიმართლემ, რომ თავი ვეღარ გააკონტროლა და დღემდე შემორჩენილი აქვს ეს მდგომარეობა, თუ ვინმე იცნობს ამ ადამიანს ძალიან კარგად ეცოდინება როგორია წყობიდან გამოსული ბეგი სიორიძე, ერთადერთს რასაც ვერ წაართმევ ამ ადამიანს არის მუშტების ქნევა, გინება და ქუჩურ ძველბიჭურად საქმის გარჩევა.
ეს არის მერი რომელსაც მთელი ოზურგეთი მისი საკუთრება ჰგონია, ეს არის მერი, რომელიც ვერ იტანს განსხვავებულ აზრს, ოპონირებას და ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს გაუსწორდეს ისეთ ადამიანს რომელიც მას არ ეთანხმება, ეს არის ადამიანი რომელსაც შეუძლია უყვიროს, დაამციროს, აგინოს….. ბიზნესიდან მოსულ ბეგლარ სიორიძეს დაავიწყდა სად და რისთვის აირჩია ოზურგეთმა ის, აირჩია კი?? საკითხავი აი ესაა, რადგან მე არ შემხვედრია ოზურგეთში ადამიანი, რომელიც მისი მადლიერია, არც ისეთი ადამიანი შემხვედრია ვინც თქვა, რომ ხმა სწორედ მას მისცეს, თუმცაღა დღევანდელი რეალობა არის ის, რომ ამ ულამაზესი ქალაქის მერი სწორედ თვითონაა, ის კი ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს თაყვანი სცეს, ყველაში ჩაახშოს და ჩაკლას განსხვავებული აზრი, საჩვენებელი გაკიცხვა და თეატრალიზებული დადგმები მოუწყოს ყველას ვინც მას არ ეთანხმება და მის წინააღმდეგ მიდის, მოკლედ მისთვის ყველა მტერია ვინც მასთან არაა, ბატონო ბეგი თუ ატყობთ, რომ თქვენ ჩარჩენილი ხართ კომუნისტურ დროში და თქვენი მეთოდებიც ნეო-ბოლშევიკურია? ბატონო ბეგი ბელადების დრო წავიდა! არც ოზურგეთს აქვს იმის სურვილი და მოთხოვნილება ქალაქში ჰყავდეს კიდევ ერთი ბელადი, რომელსაც თაყვანი უნდა სცეს! გონს მოდით და ემსახურეთ ქალაქს, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს! და ბოლოს იმ საკრებულოში სადაც მე ვარ, გპირდებით ხელისუფლებისთვის კომფორტი არ იქნება!!!"_ აღნიშნავს შარაშენიძე.
"ჩვენ შევეცადეთ ბატონ ბეგლარ სიორიძეს პრესსამსახურის მეშვეობით დავკავშირებოდით კომენტარისთვის, თუმცა მან უარი განაცხადა.
"ამ თემასთან დაკავშირებით ბატონი ბეგი კომენტარს არ გააკეთებს" _ აღნიშნა პრესსამსახურმა