სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია, სერჟი ავეტისიანის გარდაცვალების ფაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
თბილისის „სურბ ეჯმაწინ" ეკლესიაში შესრულდა პანაშვიდის ცერემონია, სანთლები დაინთო 19 იანვარს გარდაცვლილი 6 თვის სერჟი ავეტისიანის და 12 იანვარს გიუმრიში სასტიკად დახოცილი ავეტისიანების ოჯახის სხვა წევრების ხსოვნისათვის.
ეკლესიის კედელზე დაიდო პატარა სერჟი ავეტისიანის ფოტო და სათამაშოები მოთავსდა.
ეკლესიის მსახურმა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა პანაშვიდის წესის შემდეგმიმართა მტირალ ხალხს, მოუწოდა, რომ ინუგეშონ ავეტისიანების ოჯახის წევრებისხსოვნითა და მწუხარებას გაუმკლავდნენ ლოცვით.
გიუმრიში სასტიკად დახოცილი ავეტისიანების ოჯახის წევრების ხსოვნის პანაშვიდის ცერემონია შესრულდა და სანთლები დაინთო ასევე სამცხე-ჯავახეთის და ქვემოქ ართლის ეკლესიებში. სანთლები დაინთო ასევე ბათუმში, სომხეთის რესპუბლიკის საკონსულოს შენობასთან.