https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ გაძარცვეს გურულებმა ოსმალეთის ბანკი

14:01; 23.01.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ამბავი, რომელსაც ამჟამად მოგიყვებით, XX საუკუნის დასაწყისისთვის მეტისმეტად უჩვეულო იყო. ამიტომ, კარგა ხანს, კრიმინალისტიკის რუსულ სახელმძღვანელოებში მისი დეტალები განიხილებოდა, როგორც "არნახული აფიორის" ნიმუში.

უნდა ითქვას ისიც, რომ ოთხი გურული ფირალის მიერ სტამბოლში, ოსმალეთის ბანკის გაძარცვის ამბავი შემდგომში არაერთი სათავგადასავლო ფილმის სიუჟეტადაც კი იქცა. საბჭოთა კავშირში კი, რატომღაც, ამ ისტორიას ბოლო დრომდე გრიფი "სრულიად საიდუმლოდ" ედო.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1905-1907 წლების გამოსვლების ჩახშობის შემდეგ, ახალგაზრდა "წითელი მაუზერისტი" ბესო რამიშვილი საქართველოდან ოსმალეთში გადავიდა, რადგანაც ცარისტული ხელისუფლება "ღვთისა და მეფის საწინააღმდეგო" საქმეებში მონაწილეობისთვის წითელი ცირკულარით ეძებდა.

ბესო ერთხანს ლაზეთის ქალაქ ვიწეში (დღევანდელი ფინდიკლი) მჭედლად იყო, მაგრამ მერე აგენტებმა იქაც მიაგნეს და მანაც, დაჰკრა ფეხი და სტამბოლში ამოყო თავი. იქ ბესოს დედის გაზრდილი თავადი სპირიდონ გურიელი ცხოვრობდა და ყოფილ მაუზერისტსაც მისი იმედი ჰქონდა. მართლაც, თავადმა ძიძიშვილი შეიფარა და სამჭედლოშიც დააწყებინა მუშაობა. ამ ხელობას იმხანად სტამბოლში ძირითადად ქართველები მისდევდნენ, მათ კი თავადი გურიელი მფარველობდა.

1910 წელს, როდესაც ოსმალეთის იმპერიაში "ახალგაზრდა თურქთა" გამოსვლები მძვინვარებდა, სპირიდონ გურიელი ვიღაც უცნობმა, ხმის ჩამხშობიანი რევოლვერით მოკლა ქუჩაში.

მკვლელობის თაობაზე პოლიციამ ვერაფერი შეიტყო, რადგანაც ჯერ ერთი, მკვლელი არც არავის დაუნახავს – მან თავადს, რომელიც ქუჩაში ეტლს ელოდა, სავარაუდოდ, მოპირდაპირე სახლის ფანჯრიდან ესროლა; მეორეც – საქმის გამოძიებით თავი არ შეუწუხებიათ, რამდენადაც სპირიდონ გურიელი უცხოელი იყო, თან ქრისტიანი და სხვათა შორის, პოლიცია თავადაც უთვალთვალებდა მას. თვალთვალის მიზეზი უცნობია, თუმცაღა, თავად ეს ფაქტი საფუძველს მოკლებული არ არის, რომ გურიელი ვიღაც გავლენიანი პირის დავალებით გაისტუმრეს იმ ქვეყნად.

გურიელის სიკვდილის შემდგომ, ბესო რამიშვილი და მასთან ერთად მომუშავე 3 გურული – სილიბისტრო ცენტერაძე, ლევან ჭყონია და დათიკო ადეიშვილი სტამბოლში ულუკმაპუროდ დარჩნენ: ის სამჭედლო, რომელსაც ქართველი თავადი მფარველობდა, ვიღაც ალბანელმა შეისყიდა და ძველი მჭედლები ქუჩაში გამოყარა. გურულებმა სხვა ადგილას სცადეს სამუშაოს დაწყება და სტამბოლის ერთ-ერთ ბერძნულ მონასტერში მოეწყვნენ შავ მუშებად. იქ კარგა ხანს იმუშავეს, მაგრამ მერე მონასტერი დაიკეტა და ისევ ქუჩაში აღმოჩნდნენ. სწორედ ამ დროს, მათ დაუკავშირდა მონასტრის მამულის ყოფილი მოურავი, წარმოშობით ალბანელი მარტინ ზებარი.

მარტინ ზებარი ალბანეთის ოსმალთაგან გათავისუფლებისთვის მებრძოლი ერთ-ერთი ორგანიზაციის წევრი იყო. მან და გურულებმა ადვილად გამონახეს საერთო ენა და დიდად დამეგობრდნენ. მეგობრობა მონასტრის დაკეტვის შემდეგაც გაგრძელდა და ერთ დღესაც, როცა გურულებმა ალბანელს შესჩივლეს – ვერც ვერაფერს ვაკეთებთ და სამშობლოშიც ვეღარ ვბრუნდებითო, მან მოულოდნელად შესთავაზა: "ერთი საქმე უნდა გაკეთდეს აუცილებლად, მაგრამ ვერავინ ვიპოვე ისეთი, ვინც ყველაფერს შეძლებდა და ზედმეტი ხლაფორთიც არ დასჭირდებოდა"…

გურულებმა ყურები ცქვიტეს, შემდეგ კი მარტინს ღიმილით ჰკითხეს: "რა საქმე უნდა იყოს ისეთი, ჩვენ რომ ვერ შევასრულოთ? კი გვიცნობ და იცი, რომ არაფერი გაგვიჭირდება".

ალბანელმაც, შეთქმულივით გაიღიმა და ამოღერღა: ბანკი უნდა "გავიტანოთო".

იმხანად ოსმალეთის საიმპერიო ბანკი არათუ ოსმალეთში, არამედ თითქმის მთელ ევროპაშიც საუკეთესოდ დაცულ ბანკად მიიჩნეოდა და მის "გატანაზე" ოცნებაც კი დიდ უტოპიას წარმოადგენდა, მაგრამ გურულები ამას არ შეუშინებია – ოთხივე ყოფილი ფირალი იყო და ამისთანა საქმეები კარგად ეხერხებოდათ, თან სინდისი იმით ჰქონდათ დამშვიდებული, რომ ბანკში არსებული ფული ეროვნულ საქმეს უნდა მოხმარებოდა, ოსმალები კი ოდითგანვე საქართველოს მტრები იყვნენ.

ასე იყო თუ ისე, ბანკის გაძარცვის საქმე გურულებმა ითავეს, ხელმძღვანელობა კი მათში ასაკით უფროსსა და გამოცდილ ბესო რამიშვილს ხვდა წილად. მან თავიდანვე კარგად იცოდა, რომ ბანკზე შეიარაღებული თავდასხმა გამორიცხული იყო – ოთხივენი სასიკვდილოდ იქნებოდნენ განწირულნი ისე, რომ ფულს თვალსაც ვერ მოჰკრავდნენ. ამიტომ, რაღაც სხვა გზა უნდა გამოენახათ. ბესო რამიშვილმა ბევრი ფიქრის შემდეგ, მართლაც, ბრწყინვალე გეგმა შეიმუშავა.

საქმე ის იყო, რომ ბანკის გასაღებები საგანგებო სამჭედლოში მზადდებოდა. ბესო რამიშვილი იმ სამჭედლოს უფროსს კარგად იცნობდა, მისი ხასიათის თავისებურებანი კარგად მოეხსენებოდა და იცოდა, რომ კარგი რუსული არაყი ქვეყანას ერჩია. უფროსი რწმენით მუსლიმანი იყო, მაგრამ ბევრს სვამდა და ბესომაც სწორედ ამაზე დაამყარა მთელი იმედები. ერთ მშვენიერ დღეს, ვითომ შემთხვევით შეხვდა გზაში, მოიკითხა და მახლობლად, რუსულ დუქანში დაპატიჟა.

როგორც რამიშვილი ვარაუდობდა, მართლაც, სამჭედლოს უფროსი იმ დუქანში რუსულ არაყს მიეძალა და უგონოდ გამოთვრა. ბესომ დიდსულოვნად მიაცილა შინამდე, მერე თავაზიანად გამოემშვიდობა და უკან გამობრუნდა – იმავე დუქანში მას სილიბისტრო, ლევანი და დათიკო ელოდნენ. ბესო აუჩქარებლად შევიდა კუპეში, სადაც გურულები ისხდნენ და ჯიბიდან სამჭედლოს გასაღები ამოიღო. "აუჰ, ბესო, რა კარგად მოიფიქრე ყველაფერი! ავდგეთ და ახლავე წავიდეთ!" – წამოხტა დათიკო, მაგრამ ბესომ მზერით შეაჩერა: "მოიცა! ყველაფერს თავისი დრო აქვს!" – უთხრა მან და მედუქნეს გასძახა, ოთხი კაცის პურმარილი მოეტანა.

ფევზი-ბეი – ოსმალეთის საიმპერიო ბანკის სამჭედლოს უფროსი, სახლში მშვიდად ფშვინავდა, როცა მისგან შეუმჩნევლად მოპარული გასაღებით, ოთხმა გურულმა დიდი გარჯის და დავიდარაბის გარეშე გააღო სამჭედლოს კარი, შეიპარა შიგ და საიმპერიო ბანკის საცავების გასაღებების ასლები გადაიღო. საქმეში საგანგებოდაა აღნიშნული, რომ მძარცველებს არც ერთი გასაღები არ მოუპარავთ. როგორც ითქვა, ბესო რამიშვილმა იცოდა, რომ სამჭედლოში მხოლოდ ბანკისთვის საჭირო გასაღებებსა და საკეტებს ამზადებდნენ და ერთი ღამის განმავლობაში, ყველა გასაღების ასლიც იქვე გადაიღო.

მეორე დღეს კი, როცა ფევზი-ბეი სამჭედლოში მივიდა, ჩვეულებისამებრ, იქაურობა დალაგებული დახვდა. ოსტატს არაფერი უეჭვია. კაცმა რომ თქვას, საბაბიც არ ჰქონია ამისი; გურულებს კი ბანკის ყველა გასაღები უკვე ხელთ ჰქონდათ.

ახლა, საჭირო იყო შემდეგ ეტაპზე გადასვლა: ბესო რამიშვილის მითითებით, დათიკომ კარგად შეისწავლა ის კვარტალი, სადაც ბანკი მდებარეობდა, ლევან ჭყონიამ კი მეხანძრეთა ფორმები იყიდა სტამბოლის "ქაფალი ჩარშის" ბაზარში; სილიბისტრო ცენტერაძემ და თავად ბესო რამიშვილმა ბლომად ნავთი მოიმარაგეს, მერე წავიდნენ და ოსმალეთის საიმპერიო ბანკის ახლომახლო, ხის შენობები შეათვალიერეს. ამ დროს მათ მარტინ ზებარი ინტერესით ადევნებდა თვალს და გაკვირვებისგან მხრებს იჩეჩდა – ვერ იგებდა, რა ჰქონდათ ჩაფიქრებული "გურჯებს".

სანამ მარტინ ზებარი ოთხეულის ჩანაფიქრის გამოცნობას ცდილობდა, იმ უბანში, სადაც ოსმალეთის საიმპერიო ბანკი მდებარეობდა, დიდი ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლი ისე სწრაფად მოედო შენობებს, რომ მეხანძრეებმა რეაგირება ძლივს მოასწრეს. წამიც და მთელი სტამბოლის მეხანძრეობამ იქ მოიყარა თავი. მათ ადგილობრივი მოსახლეობა და ბანკის მცველებიც მიეხმარნენ და ყველამ ერთად დაიწყო ცეცხლის ჩაქრობა.

ამ დროს ყურადღებაც არავის მიუქცევია იმისთვის, რომ ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეთა კიდევ ერთი ეტლი მოვარდა, რომელიც ბანკის უკანა მხარეს შეჩერდა და იქიდან მხოლოდ და მხოლოდ სამი მეხანძრე გადმოხტა. ისინი სწრაფად აძვრნენ ბანკის სახანძრო კიბეზე და მეორე სართულზე, ფანჯრის ჩამტვრევის შემდეგ, ბანკის შენობაში შეაღწიეს.

ამასობაში, გარეთ ხანძარი ძლიერდებოდა და ყველა ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა. გურულებმა აუჩქარებლად გააღეს საცავის ყველა კარი (ყველა მცველი, რომელიც სხვა დროს მათ იცავდა, მაშინ გარეთ იყო გასული) და სოლიდური თანხა დაისაკუთრეს. მერე ისევ იმავე გზით გამოვიდნენ გარეთ, ეტლში ჩასხდნენ და თვალს მიეფარნენ. იმავე საღამოს, სტამბოლის ერთ-ერთ გარეუბანში მარტინ ზებარი, ოთხივე გურული და კიდევ ერთი ალბანელი ნაძარცვი ფულის გაყოფას შეუდგნენ.

მოგვიანებით, როცა ოსმალეთის საიმპერიო ბანკის ძარცვაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, წინასწარი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ წაღებული იყო ხუთასი ათასამდე ოსმალური ლირა, რაც იმ დროისთვის საარაკო თანხად ითვლებოდა.

ბესო რამიშვილის გეგმამ გაამართლა, თუმცაღა როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე, საფრთხემ სრულიად მოულოდნელად იქ იჩინა თავი, სადაც არ ელოდნენ: მას შემდეგ, რაც ფული გადათვალეს, გაყვეს და გურულებმა თავისი წილი მიიღეს, ალბანელები, ცხადია, თავიანთი გზით წავიდნენ. მათ, როგორც ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი პარტიის წევრებს, პოლიცია უთვალთვალებდა და ორივენი დააკავეს.

რაღა თქმა უნდა, დაკავებულებს ფული თან ჰქონდათ და შემდეგ ყველაფერი, როგორც ამჟამად იტყვიან ხოლმე – ტექნიკის საქმე იყო: მარტინ ზებარიმ და მისმა მხლებელმა ალბანელმა, ვინმე ენვერ არნავიდიმ წამებას ვერ გაუძლეს და გურულების ვინაობა დაასახელეს.

შესაბამისად, ოთხივე მართლმსაჯულების ხელში ჩავარდა. მათ, როგორც უცხოელებს, უფლება ჰქონდათ, დუმილის უფლება გამოეყენებინათ, მაგრამ ამას აზრი აღარც კი ჰქონდა – ალბანელებს უკვე ყველაფერი გაემხილათ.

გურულებს ისღა დარჩენოდათ, მათი ნაამბობი უარეყოთ ან დაედასტურებინათ. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ბესო რამიშვილს, სილიბისტრო ცენტერაძეს და ლევან ჭყონიას რუსეთის იმპერიაში ოფიციალურად ეძებდნენ.

ბანკის მძარცველების ვინაობა დაჭერიდან მეორე დღესვე, გაზეთებმა ქვეყანას მოჰფინეს და ცხადია, ცნობებმა რუსეთის საელჩომდეც მიაღწია. იქ მაშინ სამხედრო ატაშე ქართველი იყო – თავადი სოლომონ წერეთელი. სწორედ მისი მეოხებით შეიტყო რუსეთის ელჩმაც, რომ ბანკის მძარცველებს რუსეთის ჟანდარმერია ეძებდა.

გურულებს ოსმალო გამომძიებლებისთვის ჯერ პირველი ჩვენებაც არ მიეცათ, რომ პოლიციის განყოფილებაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი გამოცხადდა და ელჩის ხელმოწერილი ოფიციალური ნოტა მოიტანა. "1907 წლის 3 სექტემბრიდან, რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ძებნილებად ცხადდებიან ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის მცხოვრებნი…" – იტყობინებოდა სამგვერდიანი ნოტა.

ოსმალებმა ეჭვმიტანილთა გადაცემაზე თავიდან უარი თქვეს, რადგან ოთხეულს ძარცვა ოსმალეთის ტერიტორიაზე ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ მერე მაინც დასთანხმდნენ და დაკავებულები საელჩოშიც თავადვე მიიყვანეს, სათანადო დოკუმენტაციითურთ.

ოთხი გურული, როგორც წესი, სამხედრო ატაშემ – თავადმა სოლომონ წერეთელმა ჩაიბარა. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ყველა ფორმალობა მოგვარდა, წერეთელმა ოთხივენი (რა თქმა უნდა, ბორკილდადებულები) გემში ჩასხა და ბადრაგს ბათუმში გაატანა.

სოლომონი დაკავებულებს არც შეხვედრია; ერთი შეხედვით, იგი ჩვეულებრივ მოიქცა ისე, როგორც რუსი დიპლომატი უნდა მოქცეულიყო, მაგრამ… ძებნილთა ნაცვლად ორ კვირაში, სანქტ-პეტერბურგში ბადრაგის მეთაურის – კაპიტან მაზმიშვილის ახსნა-განმარტებითი ბარათი ჩავიდა: "გატყობინებთ, რომ 1912 წლის 15 დეკემბერს, ქ. ბათუმის ნავსადგურში კონსტანტინოპოლიდან მომავალი ხომალდიდან რუსეთის იმპერიის დაკავებულ ქვეშევრდომთა გადმოყვანის დროს, თავს დაგვესხნენ ადგილობრივი კრიმინალები და ხანმოკლე შეტაკების შემდეგ გაიტაცეს პატიმრები: ვისარიონ რამიშვილი, სილვესტრ ცენტერაძევი, ილია ჭყონიევი და დავიდ ადეიშვილი, რომლებიც ბრალდებულნი არიან"… – და შემდეგ, დაწვრილებით ჩამოთვლილი იყო ყველა ის დანაშაული, რაშიც ბრალი ედებოდათ გურულებს.

სწორედ იმ დროს, როდესაც სანქტ-პეტერბურგში რუსეთის იმპერიის მთავარი ძალოვანი მინისტრი სიბრაზისაგან ცოფებს ყრიდა, სურების ტყეში, ბესო რამიშვილის სახლთან ახლოს ზღაპრული სუფრა იყო გაშლილი.

მას ოთხივე ძებნილი და კიდევ სხვა რამდენიმე ფირალი შემოსხდომოდა. ბესო ფეხზე იდგა და თავად სოლომონ წერეთლის გამოგზავნილ წერილს კითხულობდა: "გულით მიყვარხართ, ძვირფასო ქართველებო! მართალია, ნახევარი მილიონი ვერ შეინარჩუნეთ, მაგრამ ნუ გამოეკიდებით – ნათქვამია, რაც არ გერგება, არ შეგერგებაო.

მთავარია, სამშობლოში ხართ და ისეთ ადგილას, სადაც თქვენს თავისუფლებას ვერავინ და ვერაფერი დაემუქრება. თავადი სოლომონ წერეთელი"

წყარო: საქართველოს დიდება
გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 იანვრამდე

11:01; 30 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა – უახლესი ინფორმაცია გზებზე დაწესებული აკრძალვების შესახებ

10:50; 30 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაეცემა _ ამიდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:25; 30 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

უამინდობა დასავლეთ საქართველოში _ საქართველოს რკინიგზა მგზავრებს მიმართავს

10:19; 30 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

2028 წლისთვის მალთაყვის უბნის ნახევარზე მეტი შესაძლოა ზღვამ წაიღოს – რა წერია ფოთის გენერალურ გეგმაში?

23:27; 29 დეკემბერი, 2025

"საქართველომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო"

"ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო პრობლემას სკანდალად ნუ ვაქცევთ"

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 იანვრამდე

11:01; 30.12.2025
საზოგადოება

თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა – უახლესი ინფორმაცია გზებზე დაწესებული აკრძალვების შესახებ

10:50; 30.12.2025
ზაფრანი

როგორ უნდა გაათავისუფლოთ სახლი ნეგატივისგან, ახალი წლის დადგომამდე   

10:36; 30.12.2025
ზაფრანი

იყავით ახალი წლის დედოფალი

10:35; 30.12.2025
ზაფრანი

რომელ ქვეყანაში შევხვდეთ ახალ წელს

10:33; 30.12.2025
ზაფრანი

საჩუქრები… საჩუქრები…   

10:31; 30.12.2025
ზაფრანი

საახალწლო რჩევა დარიგებები

10:27; 30.12.2025
საზოგადოება

ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაეცემა _ ამიდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:25; 30.12.2025
საზოგადოება

უამინდობა დასავლეთ საქართველოში _ საქართველოს რკინიგზა მგზავრებს მიმართავს

10:19; 30.12.2025
საზოგადოება

2028 წლისთვის მალთაყვის უბნის ნახევარზე მეტი შესაძლოა ზღვამ წაიღოს – რა წერია ფოთის გენერალურ გეგმაში?

23:27; 29.12.2025
საზოგადოება

“გაგიკვირდებათ და მოვიდა ზამთარი. რა ხდება გურიაში?! მეორე დღეა მუნიციპალური ავტობუსი არ ამოსულა”

22:57; 29.12.2025
default
საზოგადოება

მშენებლობა დასრულდა – როდის გაიხსნება სრულად რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალი

22:46; 29.12.2025
საზოგადოება

ზვავსაშიშროება- სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

22:23; 29.12.2025
სამართალი

ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

22:20; 29.12.2025
საზოგადოება

შეიცვლება თუ არა ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფები _ სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება

17:58; 29.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო