ქალაქ ოზურგეთში ე.წ. ავტოსადგომების მოლარე ოპერატორები ერთი წლის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ.
მათი განცხადებით მიუხედავად მრავალგზის დაპირებისა ხელფასების გადახდა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
ე.წ. ავტოსადგომები ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის საკუთრება იყო, რომელიც მის ბიძაშვილს მას შემდეგ გადაეცა მფლობელობაში რაც “ გურია ნიუსმა“ ამაზე სტატია გამოაქვეყნა.
მოლარე ოპერატორები დახმარებას დეპუტატის ბიუროსაც სთხოვენ და აღნიშნავენ, რომ მათთან მოლაპარაკებებში დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი მურთაზ ფოცხიშვილი იყო ჩართული. თუმცა ფოცხიშვილი კომენტარს არ აკეთებს და პრესსამსახურისკენ გვამისამართებს
აღნიშნულ თემაზე რომელშიც არსებული კანონდარღვევები სახელმწიფო აუდიტის სკანდალურ დასკვანაშიც მოხდა , კომენტარი აქამდე არ გაუკეთებია ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს.