საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ეხმაურება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, 2015 წლის 22 იანვარს, უკრაინაში, დონეცკში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც ჭურვის აფეთქების შედეგად უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ.
"განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ყოველდღიურად იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
მიგვაჩნია, რომ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა იქნეს გამოყენებული, რათა შესრულდეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს", _ აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.