მას შემდეგ რაც პრემიერი ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას გადადგომის შესახებ ხელს მოაწერს, მინისტრის მოვალეობას ვახტანგ გომელაური შეასრულებს.
_ კანონის თანახმად, მას შემდეგ რაც პრემიერი მინისტრის განცხადებას დააკმაყოფილებს, მინისტრის მოვალეობას პირველი მოადგილე, ვახტანგ გომელაური შეასრულებს, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან საუბრისას შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით პრემიერი ღარიბაშვილი გომელაურს მინისტრადაც წარადგენს. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, გომელაურის გამინისტრება ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნაა.
ვახტანგ გომელაური 1975 წლის 24 დეკემბერს დაიბადა. დამთავრებული აქვს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია. მუშაობდა სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახურში სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსად; დაცვის პოლიციაში; პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის დაცვის უფროსად.
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ, 2013 წელს, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დაინიშნა.