საქართველოს პრეზიდენტი დღეს იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა და გარდაცვლილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა.
გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა დანაშაულია არა მხოლოდ მისი ოჯახის წინაშე, არამედ მთელი სახელმწიფოს მიმართ.
"ძალიან მძიმე დღეა ყველასთვის. ყველას ვუსამძიმრებ ამ დღეს – მათ, ვინც ბატონი იურის თანამბრძოლი იყო და მათაც, ვინც პირადად არ იცნობდა მას. ეს არის მძიმე დღე მთელი ჩვენი სახელმწიფოსთვის. ის ხალხი, ვინც ეს გაუბედა ჩვენს სამშობლოს, ჩვენს სახელმწიფოს დაჭედებული იქნება საბრალდებო სკამზე და პასუხს აგებს როგორც ამ ოჯახის წინაშე, ისე იმისთვის, რაც გაუბედა საქართველოს, გაუბედა ჩვენს სახელმწიფოს", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა