ფინანსთა სამინისტო "გურია ნიუსის" სტატიას _ "რისთვის იცრუა ფინანსთა სამინისტრომ", ეხმაურება.
_ ჩვენ ვართ ოფიციალური უწყება და ცრუ ინფორმაციას არ ვავრცელებთ. მოგაწოდეთ ის მონაცემები, რომლებიც ოფიციალურად გვქონდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, განცხადებაში რომელიც მოგვაწოდეს და რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხელფასები დღეს გაიცა, ნაგულისხმები იყო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.
_ ქალბატონო ხათუნა, ფინანსთა სამინისტრომ უნდა იცოდეს, რომ ქალაქი ოზურგეთი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სხვადასხვაა. თქვენს მიერ გამოგზავნილ კომენტარში დაკონკრეტებული იყო ოზურგეთის მუნიციალიტეტი
_ გასაგებია, მხოლოდ ერთი სიტყვის _ ქალაქის ჩამატება არის საჭირო. გიდასტურებთ, რომ დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაიცა ხელფასები, _ დაგვიკონკრეტა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ორშაბათს გაშიფრულად მოგვაწვდიან იმ მუნიციპალიტეტების სიას, სადაც ხაზინაზე გადასვლას პრობლემები არ შეუქმნია და ამ დროისთვის საბანკო გადარიცხვებიც შესრულებულია და ხელფასებიც გაცემულია.