კანადაში, გამომცემლობა Winnipeg Free Press-ში გამოსვლის დროს, ჰილარი კლინტონმა პუტინის პაროდია გააკეთა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ქალბატონი ჰილარი გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მან უპასუხა, რომ "არსებობს პროცესი", მაგრამ "ეს პროცესი ისეთი არაა, როგორც პუტინთან".
ამ დროს ჰილარი კლინტონმა პუტინის და მედვედევის საუბრის პაროდირება მოახდინა რუსეთის პრეზიდენტისა და პრემიერის ხმით.