"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ალაფიშვილის კანდიდატურა განიხილება.
წყაროს თქმით, ალაფიშვილმა ამ თემაზე კონსულტაციები პრეზიდენტთან უკვე გაიარა:
_ საგანელიძესთან და ბაქრაძესთან შეხვედრამდე, პრეზიდენტს ალაფიშვილი სტუმრობდა. იგი დილით ნახეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესასვლელში, _ ამბობს ჩვენი წყარო.
აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას ჩვენ დასახელებულ კანდიდატთან შევეცადეთ, თუმცა, იურისტმა არც სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც სოციალურ ქსელში გამოგვხმაურებია.
ლევან ალაფიშვილის კომენტარს "გურია ნიუსი" მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.