მოზრდილი ქალის ტვინი 200 გრამით უფრო მსუბუქია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამაკაცი ქალზე ჭკვიანია.
ქალები ნაკლებად ოფლიანობენ, თავს კი მეტად უვლიან.
ქალები ნაკლებად აგრესიულები, ნაკლებად ბოღმიანები და შურისმაძიებლები არიან. საქმე ტესტოსტერონშია, რომელსაც კაცის ორგანიზმი ათჯერ მეტს გამოიმუშავებს.
ქალი არასდროს ლაპარაკობს მხოლოდ ყურადღების მისაქცევად ისეთ საკითხებზე, რაც არ ესმის, ანუ, რაშიც კომპეტენტური არ არის. მამაკაცი პირიქით იქცევა.
სამწუხარო ფაქტია ის, რომ მთელ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ქალების დაავადების რიცხვი 2,5-ჯერ მეტია. იმიტომ, რომ, უსაფრთხო სექსის დროსაც კი, მათ დაავადების შანსი მეტი აქვთ.
მამაკაცს ყოველდღიურად ქალზე 700 კილოკალორიით მეტი საკვები სჭირდება, იმ მიზეზით, რომ მამაკაცის სხეულის ტემპერატურა მაღალია, ხოლო ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა – დაჩქარებული.
ქალის კანი მამაკაცის კანზე ადრე ბერდება. ქალის კანის ზედა შრე – ეპიდერმისი – გაცილებით მგრძნობიარეა გარეშე ფაქტორების მიმართ. ამიტომაც, ქალის კანს მუდმივი მოვლა სჭირდება.
მამაკაცების 44 პროცენტი საერთოდ ვერ ხედავს საკუთარ ნაკლს, ქალების უმრავლესობა კი მეტისმეტად კრიტიკულად აფასებს თავის გარეგნობას.
თუ ქალი საუბრისას გეუბნებათ – „დიახ“! ეს ნიშნავს, რომ გისმენთ. რასაც ვერ ვიტყვით მამაკაცზე. ისინი ძალიან იშვიათად უსმენენ მოსაუბრეს, მით უმეტეს – ქალს.