ევროპის ქვეყნებში მოთხოვნის ზრდის გამო, თურქეთში თხილის ფასი გაიზარდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კილოგრამი თხილის ფასმა 15 თურქულ ლირას გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემები ქვეყნის სოფლის მეურნეობის სფეროს მსხვილი კორპორაციების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მსოფლიოში თურქეთი პირველ ადგილზეა თხილის წარმოებით და მეტწილად ფასებსაც ეს ქვეყანა განსაზღვრავს. ჩარშამბის (რეგიონი თურქეთში) სასოფლო სამეურნეო გაერთიანების მმართველის ისმაილ გუნგორის განცხადებით, გამორიცხული არ არის თხილზე ფასის უფრო მომატება და ეს მოთხოვნაზეა დამოკიდებული. ამ დროისათვის თურქულ ბირჟებზე კილოგრამი თხილის ფასი საშუალოდ 15,20 თურქულ ლირას შეადგენს.
თურქეთის კვალდაკვალ თხილის ფასმა იმატა დასავლეთ საქართველოს ქალაქებშიც სადაც არასტანდარტულ თხილის ფასმა, რომელიც 7 ლარს შეადგენდა უკვე 8 ლარამდე იმატა.
გასულ წელს მსოფლიოში და განსაკუთრებით თურქეთში თხილის დაბალი მოსავალი იყო, რამაც ევროპულ ქვეყნებში ქართულ თხილზე მოთხოვნა გაზარდა. საქართველო მსოფლიოს თხილის ბაზარზე მეოთხე (წლიურად დაახლოებით 250 ათასი ტონა) და თანაც მზარდ ადგილს იკავებს და ერთერთ მსხვილ მწარმოებლად ითვლება.
მომზადებულია www.haber46.com -ის ინფორმაციის გამოყენებით