ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ამ მოლოდინისა, ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.
"შინაგან საქმეთა მინისტრი არ ჰყავს ქვეყანას. მნიშვნელობა არ აქვს ვინ მოვა, ეს არის დამნაშავეთა სამყაროს ყულაბაში ჩაგდებული კიდევ ერთი მონეტა, იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გათავისუფლება მათ ანგარიშზეა.
დაკავებასაც ველოდები, მარტო მე კი არა, ჩემი მეგობრები, მიუხედავად ამისა, მიმალვას არ ვაპირებთ", – აღნიშნა ირაკლი ფირცხალავამ.