საერთაშორისო ბირჟებზე, ნავთობის ფასის დაწევა ამჯერად საუდის არაბეთის ახალი მეფის, სალმან იბნ აბდულ აზიზ ალის სურვილს უკავშირებენ, რომელსაც ნავთობმოპოვების ადრე არსებული რაოდენობის შენარჩუნება სურს.
ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg -ი ავრცელებს. ამ დროისათვის ბარელი ნავთობის ფასი 45,02 დოლარს შეადგენს და იგი ადრინდელთან შედარებით 1,25 პროცენტით იაფია.
"ნავთობმოპოვება დასაწყისში უნდა შენელდეს, მარაგების დაგროვების ტემპის შესამცირებლად, რომლებიც 2008 წლის კრიზის დროინდელ მონაცემებზე გაცილებით მეტია. საუდის არაბეთის ამ გადაწყვეტილებაზე ბაზარმა უკვე უპასუხა და ეს მდგომარეობა ადვილად არ შეიცვლება, რადგანაც ახალი მეფე საკმაოდ კონსერვატორია". – წერს Bloomberg-ი Samsung Futures -ის მიმომხილველ ხონ სუნ კიზე დაყრდნობით.