გუშინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ნუგზარ ცინცაძის (ცანცუას) მდგომარეობა სტაბილურია და ამ დრომდე ის ქუთაისის რკინიგზის საავადმყოფოშია განთავსებული.
ჩვენი ინფორმაციით, საფანტიანი იარაღით მიყენებული ჭრილობები მას შუბლის არეში, კიდურებზე და ფილტვში აღენიშნება.
ექიმები ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ ფილტვზე ოპერაციის გაკეთებას.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა, როცა ცინცაძე თავის მეგობრებთან ერთად იური ვაზაგაშვილის გასვენებიდან დაბრუნდა და ჭანჭათში აკეთის ყოფილი რწმუნებულის და სულ ახლახან უპოვართა სასადილოს დირექტორად დანიშნული, გულო ჩიჩუას ოჯახში ცოტა ხნით შეყოვნდა. სწორედ იქ ფანჯარასთან მდგომს მოხვდა გარედან ნასროლი იარაღის საფანტი.
საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით და მიმდინარეობს გამოძიება.