ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ირინა ინარიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ოზურგეთის ხუთივე საჯარო სკოლაში მანდატურები შევლენ.
_ ამ ეტაპზე, ქალაქის სკოლებზე გაკეთდა აქცენტი. ზუსტად არ ვიცი, როდის შემოვლენ მანდატურები _ წლის ბოლოს ან 2012 წლის დასასწყისში. 2011 წლის 20 ნოემბრამდე მიმდინარეობს კანდიდატების განცხადებების მიღება, შემდეგ გაიმართება შერჩევა და შერჩეულების ტრენინგი, მერე კი მათი გადანაწილება ხუთივე საჯარო სკოლაში, _ გვითხრა ინარიძემ.