გოჩა წილოსანი:
_ ახალგაზრდა კაცი ვარ და ჩემთვის ყველაზე აქტუალური პრობლემა უმუშევრობაა, რაც მალე მიხედავენ ამ საკითხს, მით უკეთესი.
ნანა კვიჭიძე:
_ რომელი ერთი გამოვყო? ყველაფერი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში და ყველაფერს დროულად სჭირდება ყურადღების მიქცევა.
ია მანწკავა:
_ სადაა ქვეყანა, რომელ პრობლემაზეა საუბარი?! მთელი ჩვენი ცხოვრება ხომ პრობლემაა! რომელი ერთი უნდა გამოარჩიო?! ხალხს სამსახური არ აქვს, არსებობის საშუალება არ გააჩნიათ და შეიძლება, ამ ფონზე გამოყო რომელიმე პრობლემა და ჩათვალო, რომ ეს უმთავრესია? დღითიდღე ყველაფერი ძვირდება, წამლებზე ფასი 50%-ითაა გაზრდილი, არსებობის საშუალება არ გაგვაჩნია!
მანანა პაიჭაძე:
_ უმუშევრობა _ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. განცხადებას განცხადებაზე ვწერ, თუმცა, ჩემთვის სამსახური არსად არ გამოჩნდა.
შადიმან ბენდელიანი:
_ უმუშევრობა. უმთავრესი პრობლემა, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს, ეს არის.
გიორგი ტრაპაიძე:
_ უმუშევრობა. ეს ძალიან დიდი პრობლემაა.
სონია ოგანესიანი:
_ ყველა პრობლემა უნდა მოაგვაროს, მით უმეტეს, ჩვენნაირი გაჭირვებული ხალხის. ნახეთ, სადაც ვცხოვრობთ _ოზურგეთში, ყოფილ სამხედრო "გარადოკში" რა მდგომარეობაა იქ. სახლს ჭერი არ აქვს, არც წყალი გვაქვს.
ნათელა ცეცხლაძე:
_ უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, წყალი არ გვაქვს.
ქეთო ფიფია:
_ პენსიონერებისთვის პენსიის გაზრდა. 10 ლარის მომატება სირცხვილი არაა? და ისიც სექტემბრიდან?
გელა გეგუჩაძე:
_ უმთავრესად, ყურადღება უნდა მიექცეს სოციალურ პრობლემებს, რადგან მის ფონზე წარმოიშვობა ყველა დანარჩენი პრობლემა. ამიტომ ხელისუფლებამ ყველაზე სწრაფად ამ პრობლემის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს და ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა გააუმჯობესოს.