https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ორი მთავრობის “ღირსების საქმე” _ აუშენებელი კულტურის სახლი

11:01; 26.01.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მრავალჯერ დაანონსებული, გაპიარებული და ორი მთავრობის "ღირსების საქმედ" შეფასებული ჩოხატაურის კულტურის სახლის მშენებლობა ჯერ კიდევ არ დაწყებულა _ რა თქმა უნდა, დაბის ცენტრში გათხრილ დიდ ორმოს თუ არ ჩავთვლით, რომელშიც, რამდენიმე თვეა, ბაყაყები ბინადრობენ.

საუბარი თავიდან რომ დავიწყოთ, 2013 წლის 2 აგვისტოს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოს #169 ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ, რომელშიც 35 წევრი იყო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის საპროექტო ესკიზი გამოავლინა _ ხმათა უმრავლესობით კომისიამ გამარჯვებულად შპს "არქილიგის" პროექტი სცნო.

გამარჯვებული პროექტი ტენდერზე 2014 წლის 16 ივნისს გავიდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 2 076 000 ლარი იყო მითითებული. ტენდერში მონაწილეობა ექვსმა კომპანიამ მიიღო. გამარჯვებულად შპს "NBG" გახდა, რომელმაც სამუშაოების გახორციელებაზე პასუხისმგებლობა 1 661 912 (ერთი მილიონ ექვსას სამოცდაერთი ათას ცხრაას თორმეტი) ლარად აიღო.

ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას 25 დეკემბრამდე 1 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შეესრულებინა. გამგეობამ კომპანიას პირველ ეტაპზე 300 000 ლარი ჩაურიცხა, თუმცა, მან მხოლოდ 50 000 ლარის სამუშაოები შეასრულა და ამის შემდეგ გაუჩინარდა.

ბევრი კვლევა-ძიების შემდეგ დადგინდა, რომ კომპანიის მმართველი თაღლითობისთვის დააკავეს. ოღონდ არა ჩოხატაურის კულტურის სახლის გამო _ ენდელაძეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ცუდად გახორციელებულ სამუშაოებს და გაფლანგულ საბიუჯეტო თანხებს ედავება.

გაირკვა ისიც, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი "NBG"-სთან სამართლებრივად არ დავობს და მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტით შემოიფარგლა.

ამის შემდეგ, კულტურის სახლის ასაშენებელი ადგილი აკურთხებინეს (როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ განმარტა, "ადგილი დაწყევლილი იყო". ავტ) და ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს, თუმცა, იგი ორ დღეში გაუქმდა. ამის მიზეზად ის დაასახელეს, რომ ჩაშლილ ტენდერებზე ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების წესით უნდა გაფორმებულიყო.

გვითხრეს ისიც, რომ მშენებელი კომპანია გუბერნატორს უნდა შეერჩია, თუმცა, მხარის იმდროინდელი პირველი პირი გიორგი ჩხაიძე "გურია ნიუსთან ამბობდა", რომ კომპანიის ნახვა, რომელიც გამოყოფილ თანხაში მშენებლობას დაიწყებდა, გართულდა:

_ მე რეალურად შევასწავლინე თანხის ოდენობა. რაც გამოყოფილია, არ არის საკმარისი მშენებლობისთვის. სერიოზულმა კომპანიებმა ამ თანხაში სამუშაოების შესრულებაზე უარი თქვეს. არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცამ გააკეთოს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ხარისხზე, დაბალ ფასში კი საეჭვოა, სამუშაო ხარისხიანად შესრულდეს, _ ამბობდა ჩხაიძე 2014 წლის 27 ოქტომბერს ჩვენთან საუბრისას.

ყოფილი გუბერნატორი, მაშინ პროექტის გადახედვასაც არ გამორიცხავდა და აღნიშნავდა, რომ ხარჯთაღრიცხვის შემცირების შემთხვევაში ხარისხიან, თანამედროვე და კარგ შენობას მივიღებდით.

გუბერნატორის ამ ინიციატივას, რომელსაც კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებიც ეთანხმებოდნენ, ადგილობრივი ხელისუფლება მაშინ არ დაეთანხმა. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ფიქრობდნენ, რომ პროექტის გადახედვა მშენებლობას შეაჩერებდა და გამოყოფილი თანხაც დაიკარგებოდა.

ჩოხატაურის კულტურის სახლის მშენებლობის  ე. წ. ლობისტად მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჭკუასელი მოიაზრება, რომელიც ამბობს, რომ სწორედ მისი დამსახურებაა მშენებლობის დაწყება.

დაწყება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირობითად, რადგან გამოყოფილ ტერიტორიას ჩოხატაურში უკვე შეარქვეს "არაშენდა", რომლის აშენებისთვის, როგორც გაირკვა, თითქმის 5 მილიონი ლარია საჭირო, რომლის გამოყოფასაც მთავრობა არ აპირებს:

_ როდესაც პრემიერმა გაიგო, რომ თითქმის 5 მილიონი იყო კულტურის სახლის ასაშენებლად საჭირო, ძალიან გაბრაზდა, რადგან, როგორც მან, ასევე ფინანსთა სამინისტრომ იცოდა, რომ ორმილიონნახევარი უნდა დახარჯულიყო. იმ თანხით, რაც არსებული პროექტის გახორციელება დაჯდება, ჩოხატაურში ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი. ამიტომაც, პრემიერმა თანხის გამოყოფაზე უარი თქვა, თუმცა, ჭკუასელს ხათრი ვერ გაუტეხა და ჩოხატაურელებს ორმილიონნახევარში ჩატევა მოსთხოვა, _ გვითხრა პრემიერთან დაახლოებულმა წყარომ.

პროექტი რომ მეტისმეტად პომპეზური იყო, ჩვენთან საუბრისას თემურ ჭკუასელიც ადასტურებდა, თუმცა, განმარტავდა, რომ კომპანია NBG კულტურის სახლს 2 მილიონად ააშენებდა:

_ 2 მილიონ ლარში ისინი მზად იყვნენ აეშენებინათ შენობა. მართალია, ამ თანხაში ბევრი რამ არ შედიოდა _ გახმოვანება და შიდა ინფრასტრუქტურა, რაც კულტურის სახლს სჭირდება, თუმცა, ამის შესახებ მე ჩემი გეგმა მქონდა და ინვესტორიც კი მყავდა მოძებნილი, _აზუსტებდა ჭკუასელი.

ის, რომ არსებულ პროექტს 2 მილიონად ვერც ერთი კომპანია ვერ განახორციელებს, "გურია ნიუსთან" საუბრისას ბევრმა ცნობილმა და გამოცდილმა ფირმამ დაადასტურა. ამას იმასაც თუ დავუმატებთ, რომ ჩოხატაურისთვის, სადაც 200-კაციანი დარბაზის შევსება უჭირთ, 550 -კაციანი დარბაზი საჭირო არ არის, პროექტის შეცვლის იდეა რეალობას მოკლებული ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო.

ეს იდეა "გურია ნიუსმა" ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გაახმოვანა, თუმცა, მაშინ, როგორც ზემოთ ვთქვით, ადგილობრივი ხელისუფლება არ დაგვეთანხმა, თუმცა, კითხვაზე როგორ აპირებდნენ ამხელა მასშტაბის შენობის მოვლა-შენახვას, გადასახადების გადახდას, გათბობას, განათებას, ვერავინ გვიპასუხა.

_ მაშინვე, როგორც კი ვნახე, ვთქვი რომ ცოტა გრანდიოზული იყო, მაგრამ თუ გამოვიდოდა, რატომ არ უნდა გაკეთებულიყო? მარტო ჩვენ ხომ არ ვართ? მომავალი თაობა მოდის და შეიძლება დასჭირდეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გამორიცხული არაფერია. შეიძლება შემცირებაც. მე, რა თქმა უნდა, არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და ახლა ცვლილებაზეა საუბარი… რა გითხრათ?! ძლიან მწყდება გული, რომ ასე მოხდა. ალბათ, მეტი ყურადღება ჭირდებოდა, მაგრამ გარკვეული პერიოდი ვერ მოვახერხე, _ ასე პასუხობდა თემურ ჭკუასელი "გურია ნიუსის" მიერ ოქტომბერში დასმულ შეკითხვას, მოსწონდა თუ არა არსებული პროექტი.

სანამ ჩინოვნიკებმა სიტუაციები გაარკვიეს, კომპანიები მოძებნეს, იდეები შეაჯერეს, 4 თვე გავიდა. სიტუაცია არ შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ პროექტის შეცვლა გადაწყვიტა. უფრო სწორად, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, გადააწყვეტინეს:

_ მიმდინარეობს პროექტის გადამუშავების პროცესი, რაც გულისხმობს სახარჯთაღრიცხვო ღირებულების შემცირებას. თავდაპირველ ვარიანტში ღირებულება შეადგენდა 4 მილიონ 600 ათას ლარს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალი ვარიანტი 3 მილიონ ლარს არ უნდა აჭარბებდეს. უარი უნდა ვთქვათ მესამე სართულზე, დამატებით სარეპეტიციო დარბაზზე, 100 ათასი ლარის ღირებულების ჭაღზე და ზოგ სხვა ძვირადღირებულ დეტალზე. 500 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი გადაკეთდება 350 მაყურებელზე, შევინარჩუნებთ ვიზუალს და ზომებს, თითქმის, უცვლელად, რომ მოცემულ სივრცეში შენობა არ "ჩაიკარგოს". ამ საქმეში ბატონო თემურ ჭკუასელი აქტიურად არის ჩართული და მთავრობასთან კომუნიკაციას სრულად უზრუნველყოფს. გვინდა, რომ 2016 წლის შემოდგომისთვის შენობა დასრულდეს, მაშინ როცა თავდაპირველი ვარიანტით, მშენებლობა 4 წელზე იყო გათვლილი, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ.

დაზუსტებული პასუხი, როდის დასრულდება პროექტის გადამუშავება და როდის დაიწყება მშენებლობა, ჯერჯერობით არავის აქვს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ლევან ფანცულაია საქართველოს ჩემპიონია

შსს-მ სოფელ სურებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

ყველა სიახლე

სამართალი

რიკოთზე განათების ქსელის კაბელები მოიპარეს

21:03; 14.01.2026
სამართალი

მკვლელობა მარჯანიშვილზე _ შსს განცხადებას ავრცელებს

20:49; 14.01.2026
სამართალი

თბილისში, მარჯანიშვილზე, ქალი მოკლეს _ რა დეტალები ხდება ცნობილი

20:30; 14.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 იანვრამდე საქართველოში? – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

14:51; 14.01.2026
სამართალი

მძიმე ავარია თბილისში – სოციალურ ქსელში კადრები ვრცელდება

12:51; 14.01.2026
საზოგადოება

ნისლი, დიდთოვლობა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება – რა მდგომარეობაა საქართველოს საავტომობილო გზებზე

12:27; 14.01.2026
ზაფრანი

ცნობილი ადამიანების საახალწლო ტრადიციები

12:03; 14.01.2026
ზაფრანი

ძველით ახალი წლის ტრადიცია

11:57; 14.01.2026
ზაფრანი

სად აღინიშნება ძველით ახალი წელი   

11:47; 14.01.2026
ზაფრანი

რა არის ძველით ახალი წელი   

11:45; 14.01.2026
ზაფრანი

ძველით ახალი წლის ტრადიცია

11:43; 14.01.2026
პოლიტიკა

„ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“ – ტიკარაძე ღარიბაშვილის დაკავებაზე

11:41; 14.01.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

11:29; 14.01.2026
საზოგადოება

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

11:23; 14.01.2026
ფინანსები

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 14 იანვარს

11:18; 14.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო