ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ნუგზარ ცინცაძის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ქუთაისის რკინიგზის საავადმყოფოს ექიმი, ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს მცირე კომენტარს აკეთებს.
"ამჟამად პაციენტის მდგომარება სტაბილურია. მრავლობითი ჭრილობით არის შემოყვანილი, ზუსტად რაოდენობას ვერ გეტყვით. ფილტვის ქსოვილი არის დაზიანებული, მეტს ვერაფეს გეტყვით", – გვითხრა ანესთეზიოლოგ-რეამენეტოლოგმა ანა მაღრაძემ.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა, როცა ცინცაძე თავის მეგობრებთან ერთად იური ვაზაგაშვილის გასვენებიდან დაბრუნდა და ჭანჭათში აკეთის ყოფილი რწმუნებულის და სულ ახლახან უპოვართა სასადილოს დირექტორად დანიშნული, გულო ჩიჩუას ოჯახში ცოტა ხნით შეყოვნდა. სწორედ იქ ფანჯარასთან მდგომს მოხვდა გარედან ნასროლი იარაღის საფანტი.