საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართული საერთაშორისო ტურნირი – განვითარების თასი – მეხუთე ადგილზე დაასრულა.
გოჩა ტყებუჩავას გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, შემდეგ ტურნირის მასპინძელ ბელარუსს სძლია 2:1, მე-4 ადგილისთვის მატჩში კი იაპონიასთან 0:2 დამარცხდა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველი 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის ჰოლანდიაში ითამაშებენ. 12 მარტს ჩვენი გუნდი მასპინძლებს დაუპირისპირდება, 14 მარტს ბელგიელებს, სამი დღის შემდეგ კი ტყებუჩავას ნაკრები ჩრდილოირლანდიელებთან პაექრობით დაასრულებს ელიტ-რაუნდს.