ადვოკატი გიორგი ონიანი სოსო რობაქიძის მიერ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და რობაქიძის დაკითხვას ითხოვს:
"სოსო რობაქიძემ გუშინ იმედის ეთერში ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ მას ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირმა იური ვაზაგაშვილის აფეთქებამდე განუცხადა, რომ ქვეყანაში ორი ტერაქტი მოხდებოდა, მან არ დაასახელა აღნიშნული მაღალჩინოსანი.
საზოგადოებრივი ინტერესიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას სასწარაფოდ დაკითხოს ბატონი სოსო და გაიგოს რომელ მაღალჩინოსანს ჰქონდა ეს ინფორმაცია და იცოდნენ თუ არა აღნიშნული სამართალდამცავმა ორგანოებმა.
სხვა შემთხვევაში ხელისუფლებას მოუწევს სრულად გაიზიაროს პასუხისმგებლობა, როგორც აღნიშნულ ტერაქტზე ასევე იმ მოსალოდნელზე, რომელიც ბატონ სოსო რობაქიძესთან უცნობმა მაღალჩინოსანმა დააანონსა" _ წერს ონიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდე.
იხილეთ: სოსო რობაქიძის თქმით, მას თანამდებობის პირმა უთხრა, რომ კიდევ ერთი აფეთქება იგეგმება