განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, 6 წლამდე ასაკის ბავშვები სკოლაში მიიღონ, არ ადასტურებს.
როგორც "გურია ნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მშობლებს უფლება ექნებათ ფსიქოლოგთან კონსულტაციის საფუძველზე ბავშვები სკოლაში 6 წლამდეც მიიღონ.
ამ შემთხვევაში კი ფსიქოლოგის ცნობა და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი იქნებოდა საჭირო.