საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს დღეს წარადგენს.
წარდგენა მთავრობის კანცელარიაში 14:00 საათისთვის არის დაგეგმილი.
არსებული ინფორმაციით, შს მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაური სახელდება.
ალქსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის თხოვნით პრემიერ-მინისტრს 23 იანვარს მიმართა, დღეს კი, ირაკლი ღარიბაშვილმა მისი განცხადება დააკმაყოფილა.