"ლანჩხუთის მუნიციპალაიტეტში გუშინ მომხდარი ფაქტი არაა ცალკე აღებული ერთი კრიმინალური შემთხვევა, უბრალოდ იგი სხვა შემთხვევებიდან განსხვავდება იმით, რომ საჯარო მოხელეს ეხება და თავისთავად განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.
ეს შემთხვევა იმ გარემოების შემადგენელი ნაწილია რა რეალობაშიც დღეს ამ ქვეყნის უმრავლესობას უწევს ცხოვრება, სადაც მათი უსაფრთხოება არაა დაცული და ხვალ იგი (მოქალაქეები) პოტენციურ მსხვერპლად მიიჩნეევს თავს, სამწუხაროდ." – წერს სოციალურ ქსელში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, კახა ასკურავა.
"პირველ რიგში საქმე ადამიანის სიცოცხლესთან გვაქვს და ესაა ამ მომენტაში ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან სიცოცხლის უფლება ეს უზენასეი უფლებაა და მისი ხელყოფის მცდელობა მიუტევებელი დანაშული ,მეორე და ასევე უმნიშვნელოვანესი შემადგენელია – მომხდარი ფაქტის, სწრფად და ობიექტურად გამოძიება, ხოლო რაიმე ტიპის ვერსიებზე საუბარი საჯარო პირების მხრიდან არასწორი."