უკანასკნელ პერიოდში ჩინელები და ინდოელები ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს მეგაპოლისში – ნიუ-იორკში უფრო მეტ ბინას ყიდულობენ, ვიდრე ევროპელები.
განსაკუთრებით გაიზარდა ინდოელ შემსყიდველთა მაჩვენებლები. მათზე მანჰეტენზე გაფორმებული უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების 20 პროცენტი და საერთო მოთხოვნის 20 პროცენტი მოდის.
ასევე, ძალიან დიდი მოთხოვნებია ჩინელებისა და აზიის სხვა რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან. აზიელებს განსაკუთრებით ფასების ვარდნა იზიდავთ.
ნიუ-იორკში უძრავი ქონება 2014 წლის დასაწყისში 20-25 პროცენტით გაიაფდა. არსებული მონაცემებით, მანჰეტენზე პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი ბინის ყიდვა 1,5-დან დაახლოებით 4 მილიონ დოლარამდეა შესაძლებელი.
შედარებისთვის, იმავე კატეგორიის ბინა ინდოეთის უმსხვილეს ქალაქ მუმბაიში 3,3-დან 6 მილიონ დოლარამდე ეღირება.














































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)




















