პოლიტიკური პარტია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, გომელაურის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნით დადასტურდა, რომ "ქვეყანა კულუარებიდან მართვის ვითარებაშია":
"გულწრფელად მინდა ვუსურვო ბატონ გომელაურს წარმატება იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის კარგი მუშაობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი ბიოგრაფია არ მაძლევს იმის საფუძველს, რომ იმედი მქონდეს მასშტაბური ცვლილებებისა და იმისა, რომ იმ არეულობას, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში გეგმავენ, რამდენიმე თვეში შეძლებს წინ აღუდგეს გომელაური და მისი უწყება.
თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, ის მართლა უნდა წასულიყო, თუ არადა უნდა დარჩენილიყო და ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას ხალხის წინაშე ჰქონდა, ბოლომდე უნდა ეტარებინა, იმედები არ უნდა გაეცრუებინა და ამდენი ხალხი მოტყუებული არ უნდა დაეტოვებინა“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.