კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე პროკურატურაში იმყოფება.
როგორც მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში აცხადებენ, არეშიძე იმ განცხადებასთან დაკავშირებით იკითხება, რომელიც მან დღეს იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
"მაქვს ინფორმაცია, რომ სავარაუდო მკვლელმა საქართველო დატოვა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ის თურქეთში გადავიდა. შემსრულებლიდან დამკვეთზე გასვლა ადვილია. ამ საქმის გახსნა სწორედ დამკვეთების აქტიურობითა და კვალის დარჩენით მოხდება. მათ უკვე დატოვეს რამდენიმე კვალი", _ განაცხადა მამუკა არეშიძემ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, სავარაუდო მკვლელის შესახებ დეტალებს ფლობს, თუმცა, ამ დეტალებზე ის ამ დროისთვის ვერ ისაუბრებს.
დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურა ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის დაკითხვასაც გეგმავს.