გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით სს ”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის (სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურიის მხარე) აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.
29 იანვარს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ Pპროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური ოზურგეთი 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზი “ასკანას” ზეთიანი ამომრთველის მიმდინარე შეკეთების სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ოზურგეთის მომსახურეობის ცენტრის 1467 აბონენტს (სოფლები: ასკანა, მთისპირი, მშვიდობაური, ვაკიჯვარი).
სახელმწიფო ელექტროსისტემის განაცხადით 29 იანვარს P220 კვ ელექტროგადამცემ ხაზ პალიასტომი-2-ის გამორთვასთან დაკავშირებით 09:00 საათიდან 19:00 საათამდე უსაფრთხოების მიზნით გამოირთვება ქვესადგური “ლესა”-ს ფიდ.#3, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ლანჩხუთის მომსახურეობის ცენტრის 1116 აბონენტს (სოფლები: ნიგვზიანი და ჯურყვათი).
29-30 იანვარს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გამოირთვება 15:00 საათიდან 18:00 საათამდე ქვესადგური “ჩოხატაური” პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ჩოხატაურის მომსახურეობის ცენტრის 1226 აბონენტს(დაბა ჩოხატაური).
სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.