(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 11 ნოემბერს, ოზურგეთის სურათების გალერეაში, გურიის რეგიონის მხატვართა კავშირის წევრთა ნამუშევრების პირველი საშემოდგომო გამოფენა მოეწყო. ღონისძიება მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ, თამაზ დარჩიამ გახსნა და აღნიშნა, რომ “გურიის რეგიონის მხატვართა კავშირი ახლახან შეიქმნა და 70 მხატვარს აერთიანებს. მხატვართა კავშირი სამომავლოდ გაზეთის და წიგნის გამოცემას გეგმავს”. მისივე თქმით, ხელოვანთა კავშირი, გურიის რეგიონის გარდა, შემოიმატებს აჭარასაც და სამომავლოდ, უფრო ნაყოფიერად იმუშავებს.
დარბაზში წარმოდგენილი იყო 30 მხატვრის ნამუშევარი. გამოფენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ხელოვნების მოყვარულები ესწრებოდნენ.