საპატრულო პოლიციის უფროსის, დავით ცინარიძის მეუღლე მანანა ბოლოთაშვილი სოციალურ ქსელში მეუღლეს სასიყვარულო სტატუსს უძღვნის.
როგორც პოსტიდან ირკვევა წყვილი უკვე 10 წელია ერთადაა.
"10 წელი….
როცა მილიონში ერთადერთი და განუმეორებელი ხარ ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა როცა ამას საყვარელი ადამიანი გაგრძნობინებს.." – წერს ცინარიძის მეუღლე.
დავით ცინარიძით საზოგადოება განსაკუთრებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვიდეო გაასაჯაროვა.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აგინებს მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი პატრულის თანამშრომლებს და ამბობს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ დავით ცინარიძესთან რეკავს.
"ცინარიძეს დავურეკავ და დედას მოგი…ვთ" – მიმართავს ყუშიტაშვილი პატრულს.