იტალიის ქალაქ ბოლონიაში, ქართველ ქურდებსა და პოლიციელებს შორის ამტყდარი ჩხუბის შედეგად, ორი სამართალდამცველი საავადმყოფოში მოხვდა. მათ შორის, ერთ-ერთს ხელი აქვს მოტეხილი, მეორე კი ისეა ნაცემი, რომ მთელი თვე საავადმყოფოში მოუწევს გატარება.
ინფორმაციას ამის შესახებ, იტალიური ინტერნეტგამოცემა www.imolaoggi.it -ი ავრცელებს.
მისი ცნობით, ქართველ ემიგრანტებს პოლიციელები ერთ-ერთი ბინის ქურდობის დროს შემოესწრნენ და მათ შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. მას შემდეგ, როცა მათ ქურდებთან გამკლავება ვერ შეძლეს, დამატებითი ჯგუფი გამოიძახეს.
საქართველოს მოქალაქეების ვინაობას, რომელთა ასაკი 33 და 34 წელია, იტალიური მედია არ ასახელებს. თუმცა, მათ ფოტოს ავრცელებს.
ისინი ამჟამად ქურდობის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.