(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, “ახალი მემარჯვენეების” ოზურგეთის ორგანიზაციას ავთო სურგულაძე უხელმძღვანელებს.
ახალი თავმჯდომარეების დანიშვნა და ახალი ოფისების გახსნა ზემოთ აღნიშნულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურად დაიწყო.
“ახალი მემარჯვენეების” პრესსამსახურის ხელმძღვანელის, რუსუდან გურჩიანის თქმით, მათი გააქტიურება არჩევნებისთვის მზადებას უკავშირდება:
_ გულახდილად უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა გაერთიანებებმა, ალიანსებმა რეგიონებში, სტრუქტურების თვალსაზრისით, ძალიან დააზარალა “ახალი მემარჯვენეები”. ალიანსის ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრ რაიონში იძულებული ვიყავით, გვერდზე გაგვეწია ჩვენი თავმჯდომარეები. ამიტომ ახლა მოგვიხდა ხელახლა გვეზრუნა ჩვენს სტრუქტურებზე და მათ შორის, გურიის რეგიონშიც. საბედნიეროდ, ეს თეთრი ლაქები ამოვსებულია.
უკვე პროგრამაც გვაქვს _ “ახალი მემარჯვენეები მცირე ბიზნესისთვის”, რომლის პრეზენტაციაც უკვე მიმდინარეობს რეგიონებში, _ თქვა ჩვენთან საუბრისას რუსუდან გურჩიანმა.