ეს წელი მაინცდამაინც დალხენილი არ იქნება და ჩვენ კიდევ უფრო გაათმაგებული მობილიზებით უნდა შევხვდეთ გამოწვევებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ყოველი თვის ბოლოს, მაგრამ მე მინდა, რომ კიდევ ერთხელ ეს საკითხი დავაფიქსიროთ, ვიცი, რომ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილია სამუშაო ჯგუფები, თვითონ გადიხართ ხარჯვით ნაწილს, ყველგან ეფექტურად უნდა დავხარჯოთ და დიდი მობილიზება უნდა მოვახდინოთ ჩვენი სამინისტროების. ეს წელი არ იქნება მაინცდამაინც დალხენილი წელი, გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიოში გარკვეული ნეგატიური პროცესები მიმდინარეობს. ამიტომ ჩვენ კიდევ უფრო გაათმაგებული მობილიზებით უნდა შევხვდეთ ამ გამოწვევებს", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.