ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ წრეებში.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმოამდგენელი, მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ "რეალურად კრიტიკის მიუღებლობასთან გვაქვს საქმე"
_ ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებით ეცადა მის მიმართ საზოგადოებაში არსებული "ჭარბი ნდობა" ისევ საზოგადოებისთვის გადაენაწილებინა და ხელისუფლებაზე საზოგადოების კონტროლი გაეძლიერებინა.
ამ დროს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სწორედ ხელისუფლების კრიტიკით არიან დაკავებული ემუქრება, თქვენზე კვლევას ჩავატარებ და გამოგააშკარავებთო.
აშკარაა, რომ რეალურად კრიტიკის მიუღებლობასთან გვაქვს საქმე და არა სურვილთან გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება და კონტროლო მისი მხრიდან.
უფრო სწორად, კრიტიკის უფლება მარტო ბიძინას აქვს! არ გამოვა ეს ბატონო ბიძინა, არც იოცნებოთ! _ აღნიშნავს ნაჭყებია.