სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველ ტურში თბილისიდან და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდა ნ2016 გამარჯვებული გამოვლინდა.
მეორე ტური თბილისსა და რეგიონებში, სპეციალურად შერჩეულ სკოლებში ჩატარდება. მოსაწვევებს 30 იანვრისათვის ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრი მიიღებს. მოსწავლეებს მოსაწვევი ბარათები თავიანთ სკოლებში მიეწოდებათ.
მოსწავლეები ოლიმპიადაზე მოსაწვევით უნდა გამოცხადდნენ, სადაც მითითებული იქნება ოლიმპიადის ჩატარების ადგილი და რეგისტრაციის დაწყების დრო. რეგისტრაცია 12:00 საათზე დაიწყება. ტესტირება 3 საათს გაგრძელდება.
რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, ტესტი 55 ქულიანია და 22 დავალებისგან შედგება: 15 დავალება დახურულბოლოიანია, ხოლო 7 – ღიაბოლოიანი. ტესტით შეფასდება კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, შემოქმედებითობის, ე. წ. დილემური სიტუაციების ზნეობრივი პოზიციებიდან განსჯისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარი. ასევე შემოწმდება, თუ როგორ იყენებენ მოსწავლეები სამოქალაქო და მოქალაქეობრივი უფლებების კონცეფციებს პრობლემის გადაწყვეტის პროცესში.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტური კომპიუტერულად ჩატარდა, მეორე ტურის მონაწილეები კი ტესტის რვეულსა და პასუხების ფურცლებზე იმუშავებენ. არაქართულენოვანი მონაწილეები ტესტის შესაბამის ენაზე თარგმნილ ვერსიას მიიღებენ.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია "მოქალაქის" პროექტია. პროექტს ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.