ქალაქი უგლეგორსკი სეპარატისტი ბოევიკების კონტროლის ქვეშაა, თუმცა, რამდენიმე საყრდენ პუნქტში ჯერ კიდევ არიან გამაგრებულები უკრაინელი სამხედროები.
ამის შესახებ ბატალიონ "დონბასის" მეთაური სემიონ სემენჩენკო იტყობინება: "შეტევა გუშინ დაიწყო. არტილერიის დაბობვის შემდეგ უკრაინის ჯარების პოზიციებზე სატანკო შეტევა გახორციელდა."
სემენჩენკო აღნიშნავს, რომ "რამდენიმე კვირის განმავლობაში ბოევიკები ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების იმიჯით შედიოდნენ, დღეს კი ზურგიდან განახორციელეს შეტევა. უგლეგორსკში შემოვიდა მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკა, სახლებში სნაიპერები სხედან."
"დებალცევოში მტრის დივერსიული ჯგუფები მოქმედებენ, რომელთა ძირითადი მიზანი უკრაინული ჯავშანტექნიკის და ჯარისკაცების განადგურებაა. ქალაქი იბომბება "გრადებიდან" და ნაღმმტყორცნებიდან.
სიტუაცია მძიმეა, თუმცა, სრულ კონტროლს ექვემდებარება. მტრისთვის დარტყმის მისაყენებლად საკმაო ძალები გაგვაჩნია, საბრძოლო სული მაღალია," _ იმედიანად აცხადებს სემენჩენკო.