რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ქალაქ უგლეგორსკში სეპარატისტები შევიდნენ და ისინი ქალაქს აკონტროლებენ, თუმცა, ამ წუთებში სახალხო დეპუტატი ანტონ გერაშჩენკო იტყობინება, რომ "უგლეგორსკი და დებალცევო უკრაინისაა."
გერაშჩენკოს მონაცემებით, "გუშინ, დღის მეორე ნახევარში, ტერორისტებმა იერიში მიიტანეს უგლეგორსკზე და ქალაქის რამდენიმე გარეუბანიც კი დაიკავეს. თუმცა, საღამოს, ზუსტი საარტილერიო დარტყმების და ჩვენი ტანკისტების გაბედული მანევრის შედეგად, მტერი შეჩერებულია. ბრძოლები მიმდინარეობს უგლეგორსკის მისადგომებთან, ენაკიევოს მიმართულებით. იქ გმირულად იბრძვის მე-13 ბატალიონი."
"გენშტაბი ბოლომდე აკონტროლებს სიტუაციას უგლეგორსკის გარშემო. დონეცკის აეროპორტის დაკარგვის შემდეგ უგლეგორსკის და დებალცევოს დაცვა ჩვენი არმიისთვის ღირსების საქმეა _ მან უნდა დაიცვას ეს ქალაქები მოწინააღმდეგისგან, რომლის ძალები, უსაზღვრო არ არის", _ ამბობს გერაშჩენკო.
ასე რომ, უგლეგორსკში მიმდინარე მოვლენების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.