ლანჩხუთის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი საკონკურსო კომისიის ხმათა უმრავლესობით მაკა სულაბერიძე გახდა.
ლანჩხუთის გამგეობაში საკონკურსო კომისიის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადი მაკა სულაბერიძეს, მარიამ ხელაძეს და ნინო მშვიდობაძეს ჰქონდა შეტანილი.
საკონკურსო კომისიამ ხმათა უმრავლესობით, ოთხი ხმით აღნიშნულ თანამდებობაზე მაკა სულაბერიძე აირჩია.
ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტი სამი ხმით ნინო მშვიდობაძე გახდა, სპეციალისტის თანამდებობა კი ვაკანტური დარჩა.