ცოტა ხნის წინ გერმანულ გამოცემა „Stern”-ს საავტომობილო კონცერნ „დაიმლერის” ხელმძღვანელმა დიტერ ცეტშემ განუცხადა რომ მომავალში ავტომობილები იფრენენ და მათი მართვა ავტოპილოტით გახდება შესაძლებელი, თვითმფრინავები კი ალტერნატიულ ენერგიას გამოიყენებენ.
კითხვაზე, რა ცვლილებები ელოდება ავტომობილებს უახლოეს 125 წელიწადში, ცეტშემ უპასუხა, რომ მას მომავალში სამ განზომილებაში შეეძლება გადაადგილება და ეს სატრანსპორტო საშუალება მხოლოდ ალტერნატიული, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით იმოძრავებს.
გერმანული კონცერნის ხელმძღვანელის აზრით, ეკოლოგიური ავტომობილები არცთუ შორეული მომავლის პერსპექტივაა. საკმაოდ მალე, ავტომობილთა ნახევარი ძრავები განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით იმუშავებს.
ციტშეს განცხადებით, ამის გამო ხელისუფლებამ, რაც შეიძლება მალე, ავტოგასამართი ქსელი უნდა შექმნას იმ საშუალებებისთვის, რომლებიც წყალბადსა და ელექტროენერგიას გამოიყენებენ.