მინსკის შეხვედრის მონაწილეები ისე დაიშალნენ, რომ მედიასთან არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ.
დღეს, მინსკში გამართული უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების სამმხრივი ჯგუფის შეხვედრა შეთანხმების გარეშე დამთავრდა.
„შეხვედრა დამთავრდა, დოკუმენტების განხილვა გრძელდება“, _ უთხრა „რია ნოვოსტი“-ს „ბოევიკების“ წარმომადგენელმა ვლადისლავ დეინეგომ.
ასე რომ, ამ შეხვედრის შემდეგ, უკრაინაში სიტუაციის სტაბილიზაციას არ უნდა ველოდოთ.